ტელექსი

 თუ გიყვართ წიგნების კითხვა, გაინტერესებთ სიახლეები, რომლებსაც გამომცემლობები წიგნის მოყვარულებს სთავაზობენ,  თუმცა მუშაობთ და ვერ ახერხებთ მაღაზიებში სიარულსა და სასურველი ლიტერატურის შერჩევას, მაშინ, კომპანია “TELex” სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ!  მისი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში სასურველ წიგნთან მხოლოდ ერთი ზარი დაგაშორებთ...

“TELex” - ტელემარკეტინგული კომპანიაა, რომელიც   მეორე წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე დიდი წარმატებით ახორციელებს ყველასათვის საჭირო და სასურველი პროდუქტის - წიგნის სატელეფონო გაყიდვებს როგორც გამავალი, ისე შემომავალი ზარების მეშვეობით. კომპანია უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას, საგამომცემლო ფასად!

 კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა, სწორედ ამიტომ, სატელეფონო გაყიდვების ოპერატორებს  სპეციალურ ტრენინგებს უტარებენ, რათა ისინი გახდნენ მომხმარებლის პირადი კონსულტანტები და  შეძლონ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მათ სასურველი წიგნის შესახებ.

     ამ ეტაპზე “TELex” მომსახურებას თბილისის მასშტაბით ახორციელებს , თუმცა მოთხოვნის ზრდის შესაბამისად კომპანია,  საქართველოს მასშტაბით, სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობასაც შესთავაზებს მომსახურებას.

სართული: 4

B407, C411, C412

215 91 91

http://telex.ge

facebook

twitter

gmail