ქორსოფტი
კომპანია ქორსოფთი წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ ორგანიზაციას. ის უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის პროცესის ავტომატიზაციას განსხვავებული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის, იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, კომერციული კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები თუ სხვა. კომპანია დაარსდა 2009 წელს და უკვე 5 წელია წარმატებით მოღვაწეობს თავის ნიშაში. 
 
ჩვენთან დაგეხმარებიან პროცესების შეფასებასა და სტრუქტურიზებაში, ხოლო მათი ანალიზის საფუძველზე შემოგთავაზებთ პროგრამულ პაკეტს, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული თქვენს კომპანიაზე. ქორსოფთს უკვე აქვს მუშაობის წარმატებული გამოცდილება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ეისითისთან, ჯიპისისთან, პალიტრასთან, NEO-თან და სხვა მსხვილ კლიენტებთან. 
 
ჩვენი მზა პროდუქტების ჩამონათვალი შემდეგია: დიდი მოცულობის ფაილების ატვირთვის, გაგზავნისა და გაზიარების სისტემა CS FUS; იდუმალი მომხმარებლის კვლევის მართვის სისტემა CS Mystery Shopper; სატელეფონო კვლევისა და ზოგადად ქოლ ცენტის მართვის სისტემა CS CATI. ყველა ეს ელემენტი შექმნილია CS Platform-ის გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს კომპანიის პროცესების მართვის ერთიან პლატფორმას, მისი გამოყენებით შესაძლებელია იდეალურად იქნას აწყობილი კადრების მართვის სისტემა (HR), კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემა (CRM), კომპანიის რესურსების მართვის სისტემა (ERP) და სხვა ნებისმიერი ტიპის ბიზნეს გადაწყვეტილება. კომპანიის ძლიერ მხარეს წარმოადგენს ანალიტიკური და აღწერითი რეპორტების შემუშავების გამოცდილება. რეპორტინგის სისტემა შესაძლებელია ინტეგრირებული იქნეს ნებისმიერ მოდულზე. 
 
ჩვენი კომპანიის ძლიერი და გამოცდილი გუნდი, იდეალურად შეძლებს პროგრამული უზრუნველყოფის თქვენს სისტემებზე მორგებას. კომპანიის წამყვან სპეციალისტებს გააჩნიათ ბიზნეს პროცესების ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც საკითხების უმოკლეს დროში მოგვარების გარანტიას იძლევა

სართული: 3

C307

249 22 11

http://coresoft.ge/

facebook

twitter

gmail